კომპანია “ალმა”, რომელმაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე “სისხლიანი” ბანერები გააკრა, სიძულვილის ენის შემცველი ბანერების განთავსების აკრძალვას ითხოვს. კომპანიამ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა და მოითხოვა, რომ კანონით შეიზღუდოს მსგავსი ტიპის რეკლამების განთავსება და მიეცეს შესაძლებლობა რეკლამის გამავრცელებელს ლეგიტიმური უარი განუცხადოს რეკლამის დამკვეთს სარეკლამო მომსახურების გაწევაზე.
“ალმა” აცხადებს, რომ საკანონმდებლო აქტებში ზემოაღნიშნული ცვლილებების შეტანამდე უარს ეტყვიან ნებისმიერ დამკვეთს სარეკლამო ბილბორდებზე სიძულვილის ენის შემცველი და საზოგადოების პოლარიზაციისადმი მიმართული სარეკლამო კონტენტის განთავსებაზე.
აღსანიშნავია, რომ 29 სექტემბერს მათი ბანერის გაკვირს მოთხოვნით კომპანიას მიმართა ევროპულმა საქართველომაც. ბანერის გაკვრის ვადა ხვალ იწურება, დღეს კი ალმამ მსგავსი განცხადება გააკეთა.