„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ევროკავშირი ამ შანტაჟისტის ქმედებებს არ „გაჯეჯილებს“. საქართველოს ხელისუფლებას ამ ერთადერთ პოლიტიკურ ლიდერთან აქვს პოლიტიკური და სულიერი კავშირები. კიდევ ერთი პრორუსი სლოვაკეთში გაჩნდა – არ არის გამორიცხული სლოვაკებსაც დაუმეგობრდნენ, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ ევროკავშირმა უკრაინას არანაირი დახმარება არ უნდა გაუწიოს.

ორბანი პირდაპირ რუსეთის სურვილებს ასრულებს, ვაჭრობს ევროკავშირთან და მთლიანად ევროკავშირის გაფართოების პროცესს უშლის ხელს – ხელს უშლის მთელს პაკეტს, რომელშიც მოიაზრება საქართველო, ბოსნია ჰერცოგოვინა, ეკრაინა და მოლდოვა. თუ მან პროცესი შეაჩერა, მათ შოროს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი შეჩერდება“,

ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.