ალპინისტი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაიღუპა.
სხვა დეტალები უცნობია.
“დიდი მწუხარება დაგვატყდა თავს, დღეს შევიტყვეთ ნიკოლოზ ფალიანის ტრაგიკულ დაღუპვის შესახებ უშბაზე ექსპედიციის დროს.
ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და სამთო გიდი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში.
მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია როგორც მისი ოჯახის, მეგობრებისა და სვანეთისთვის, ასევე მთელი სპორტის და ტურიზმის საზოგადოებისათვის.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, თანამოაზრეებს, სვანეთს და საქართველოს მთელ საზოგადოებას.
ნიკოლოზის ძალა, სიმამაცე და სიყვარული მთების მიმართ მუდამ დარჩება ჩვენთან.
Adrenaline-ის გუნდი”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში. Adrenaline-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მეგობრები მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.
“მწვერვალებზე შეყვარებული ნიკო ფალიანი აღარ ჰყავს სვანეთს… ის დღეს უშბაზე ტრაგიკულად დაიღუპა… ახალგაზრდა თაობაში ნიკო ერთ-ერთი იყო, ვინც სვანეთის პოპულარიზაციისთვის ძალიან ბევრს შრომობდა. უყვარდა მისი კუთხე, ჰქონდა საინტერესო გეგმები და იდეები, იღებდა ფილმებს და უამრავი ტურისტის პროფესიონალი სამთო გიდი იყო… ვუსამძიმრებ ოჯახს და სვანეთს ამ დიდ დანაკლისს”, – წერს თამო გაზდელიანი.