ალტ-ინფოს პარტიის ვებგვერდს პროგრამულ მომსახურებას კრემლის ტერიტორიიდან უწევენ – ფლანგვის დეტექტორი

პრორუსული პარტია ალტ-ინფოს ვებგვერდს პროგრამულ მომსახურებას კრემლისა და წითელი მოედნის ტერიტორიიდან უწევენ. აღნიშნულ ინფორმაციას, “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

” პოლიტიკური გაერთიანება კონსერვატიული მოძრაობა 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა. პოლიტიკური გაერთიანება პრორუსულმა ჯგუფმა, ალტ-ინფომ დააფუძნა. კონსერვატიული მოძრაობის თავჯდომარეა ალტ-ინფოს სატელევიზიო გადაცემების ერთ-ერთი წამყვანი ზურაბ მახარაძე, ხოლო გენერალური მდივანი გიორგი ქარდავა. კონსერვატიული მოძრაობა გამოირჩევა პრორუსული და ანტიდასავლური გზავნილებით.

ფლანგვის დეტექტორმა გაარკვია, რომ კონსერვატიული მოძრაობის ოფიციალური ვებ-გვერდის ჰოსტინგი რუსეთში მდებარეობს. ჰოსტის ლოკაციის მიხედვით პარტიის საიტზე განთავსებული მონაცემები მოსკოვში, წითელ მოედანთან ახლოს ინახება.

საინტერესოა, ასევე ის ფაქტიც რომ 14 მარტს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ განცხადა რომ კონსერვატიული მოძრაობის დელეგაცია გეგმავს რუსეთში წასვლას და პოლიტიკურ წრეებთან მოლაპარაკების გამართვას. ” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.