პუტინისტური ორგანიზაციის, “ალტ-ინფოს” ტელევიზია, აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 11 აპრილის ბრიფინგზე, რომელზეც მან ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის მიღებაზე ისაუბრა, მათი გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს.
“უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ორბელიანის სასახლეში ჩვენს გადამღებ ჯგუფს გაურკვეველი მიზეზის გამო არ აძლევენ პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალებას…
ასეთი ბრძანება მიიღეთ ალქაჯი დეგნანისგან და თქვენც, როგორც ყურმოჭრილი მონა, ასრულებთ? ისევე, როგორც მარგველაშვილი, თქვენც ქვეყნის სირცხვილი ხართ. ალბათ, ნანობს ყველა ის ადამიანი, ვინც თქვენ ხმა მოგცათ არჩევნებზე”, – თქვა ტელევიზიის ჟურნალისტმა.
ცნობისთვის, პუტინისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფება ალტ-ინფო ხშირად ავრცელებს პრორუსულ გზავნილებს, მათ შორის, პუტინის ომზე უკრაინაში. ის იყო 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორიც, სადაც მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა.