“აიისას” დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძე აპირებს, რომ მის მიმართ მუქარაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართოს.
“ეს სქრინები მე ვნახე ზუსტად მაშინ, როცა წერდნენ, პარალელურ რეჟიმში ვნახულობდი, მაგრამ არ შემშინებია, იმიტომ რომ ეს ადამიანები დიდი ხანია გამოირჩევიან მუქარით და ბოლო 10 წლიანი წახალისებული ძალადობის შედეგია, განსაკუთრებით 5-6 ივლისისი კატასტროფული ძალადობების შემდეგ.
გავასაჯაროე კიდეც ეს სქრინები, რადგან უშუალოდ ჩემგან მიუვიდეთ პასუხი, თუ რას ვფიქრობ ამ ძალადობრივ ჩატზე და შსს-ს ძალადობა, მართალია ერთ თამაშს თამაშობენ ხოლმე, მაგრამ პროცედურულად მაინც სავალდებულო მგონია, ამიტომ უახლოეს საათებში მივმართავ აუცილებლად”,-წერს ანანია გაჩეჩილაძე.








