ალყაში რომ არ მოვექცეთ, შესაძლოა უკან დახევა მოგვიწიოს – ლუგანსკის გუბერნატორი

“ალყაში რომ არ მოვექცეთ, შესაძლოა უკან დახევა მოგვიწიოს” –  ამის შესახებ, ლუგანსკის გუბერნატორმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა. მისი თქმით, ოკუპანტები დონბასის უდიდეს ქალაქ სევეროდონეცკში შევიდნენ, თუმცა, რუსი სამხედროები ლუგანსკის რეგიონის დაკავებას ვერ შეძლებენ.

“ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა და რესურსი, რომ თავი დავიცვათ. მაგრამ, იმისთვის, რომ ალყაში არ მოვექცეთ, შესაძლოა, უკან დახევა მოგვიწიოს”. – წერს გაიდაი Telegram-ზე.

სევეროდონეცკში დაბომბვის შედეგად შენობების 90% დაზიანდა.