ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ ქვეყანა უკეთესს იმსახურებს.
“დიპლომატიური განცხადებებისგან განსხვავებით, როდესაც ვამბობ, რომ “ვარ ღრმად შეშფოთებული”, ეს ნიშნავს, რომ სერიოზულად დამწუხრებული ვარ, ვღელავ, ნაწილობრივ კი ზიზღს იწვევს ის, რაც ხდება ქვეყანაში, რომლის პოპულარიზაციაზე, დაცვაზე, გაძლიერებაზე, დახმარებაზე 23 წელი დავხარჯე. ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო.
არ წახვიდე ამ გზით, საქართველო. ბევრი ხალხი და ქვეყანაა ევროპაში და დასავლეთში, რომლებიც მოხარულნი იქნებიან თქვენი ჩამოწერით; ერთით ნაკლები “ყოფილი საბჭოთა კავშირის” ქვეყანა, რომელზეც უნდა იდარდო, რომლებიც ასაზრდოებენ ყველა თვითწარმოქმნილ ნარატივს იმის შესახებ, რომ თქვენ არ ხართ რეფორმირებადი, და ამრიგად, მხარდაჭერად არ ღირხართ”. – წერს ის თავის Twitter-ის გვერდზე.
Don't go this route, Sakartvelo. There are too many people and countries in Europe and the West that would be all too glad to write you off; one less "FSU" country to worry about, feeding all of their self-generated narratives about you being unreformable, hence not worth support
— toomas hendrik ilves (@IlvesToomas) February 18, 2021