გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აღშფოთება გამოხატა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე, რომ ახლო აღმოსავლეთში ომს შეიძლება მოჰყვეს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, მან ამ განცხადებას უკიდურესი ცინიზმი უწოდა.
“აღშფოთებული ვარ, როცა მესმის რუსეთის პრეზიდენტის გაფრთხილებები, რომ შეიარაღებულ კონფლიქტებში შეიძლება იყოს მსხვერპლი სამოქალაქო პირებს შორის. ამაზე უფრო ცინიკური რამის პოვნა რთულია” – განაცხადა კანცლერმა.