იტალიური ნაპოლის თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის ინტერვიუს გამოეხმაურა და მას ამაზრზენი და სამარცხვინო უწოდა.
“ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ამაზრზენი და სამარცხვინო ხარ. შენი მსჯელობის მრცხვენია. იდიოტო. ჩემი სახელი აღარ ახსენო”. – წერს ოსიმენი Instagram-ის სთორიში.
მამუკა ჯუღელმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხთან“ საუბარში განაცხადა, რომ ოსიმენი მომავალ ზაფხულს კარიერას საუდის არაბეთის კლუბში გააგრძელებს, კვარაცხელიასთვის კი მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მიუღებელია.
“გგონიათ, ოსიმენი მთელი ცხოვრება ნეაპოლში ითამაშებს? წინასწარ გეტყვით, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას საუდის არაბეთში წავა. ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, საუდის არაბეთში სათამაშოდ არ გადავა”. – თქვა ჯუღელმა პირველ არხთან ინტერვიუში.