აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი ამჟამად დაწესებულ სანქციებს სერიოზულად არ მიიღებს, პუტინისთვის კი ეს მწვანე შუქი იქნება.
მისი თქმით, ამერიკელებისთვის საწვავი გაძვირდება, რუსეთი კი ამით უფრო მეტ ფულს იშოვის.
“იქნება ეს ყირიმი, აფხაზეთი თუ სხვა ადგილები, პუტინმა სუვერენული ერების მცირე ნაწილები მიითვისა. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ შეერთებული შტატები ჩამორჩება და ის სანქციები, რაც მე აქამდე მინახავს… მათ მიერ სანქცირებული ორი ბანკიდან ერთ-ერთი, ბანკი სახელად VEB, უკვე სანქციების ქვეშ იყო. გარწმუნებთ, პუტინმა ეს ნახა და რასაც კითხულობს, მწვანე შუქია. ეს ხალხი ამას სერიოზულად არ მიიღებს.
სამწუხაროდ, ეს გავლენას მოახდენს ადამიანებზე სახლში. ჩვენ გვექნება ბენზინზე უფრო მაღალი ფასები, რადგან მათ გათიშეს ჩვენი ენერგია, რუსეთი კი იშოვის დიდ ფულს გაზის მაღალი ფასებით. ეს ცუდია ამერიკელებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა აღადგინოს შეკავების პოლიტიკა და მოითხოვოს, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც ზუსტად იგივე გააკეთონ”,– განაცხადა მაიკ პომპეომ.
განცხადა ცნობისთვის, აშშ-მ რუსულ ელიტასა, სახელმწიფო ვალსა და ორ რუსულ ბანკს სანქციები დაუწესა. გარდა ამისა, რუსული აგრესიის საპასუხოდ, აშშ-მ ქვეყნის მოქალაქეებს ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ახალი ინვესტიციები და ვაჭრობა აუკრძალა.
ევროკავშირმა დაასანქცირა დუმის 351 დეპუტატი, 27 პირი და ორგანიზაცია. დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 5 რუსულ ბანკსა და 3 მილიარდერს. გერმანიამ კი შეაჩერა Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესი. სანქციებს შეუერთდნენ კანადა, იაპონია და ავსტრალიაც.