“ამას სხვა დონეზე გადავწყვეტ!” – პესკოვის შვილმა ომში წასვლაზე უარი თქვა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის იუთუბ არხის წამყვანმა დმიტრი ნიზოვცევმა კრემლის პრესსპიკერის შვილს, ნიკოლაი პესკოვს, სამხედრო კომისარის სახელით, პირდაპირ ეთერში დაურეკა და მობილიზაციის წესების თანახმად კომისარიატში მისვლა და რეზერვსიტად გაფორმება შესთავაზა, რაზეც პესკოვის ვაჟმა უარი განაცხადა.

“რა თქმა უნდა ხვალ დილის 10 საათზე მე არ მოვალ. თუ თქვენ იცით, რომ მე ბატონი პესკოვი ვარ, თქვენ უნდა ხვდებოდეთ რამდენად არასწორი იქნება ჩემი მანდ მოსვლა. მე ამას სხვა დონეზე გადავწყვეტ!”,- თქვა პესკოვის ვაჟმა, დმიტრი ნიზოვცევმა.

წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა მზად, რომ მოხალისედ ჩაეწეროს, ნიკოლაი პესკოვი უარით პასუხობს.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ.

  • “სამხედრო სამსახურში გაწვევას მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც ამ მომენტში თადარიგში არიან და პირველ რიგში ისინი, ვინც გაიარა სამხედრო სამსახური, აქვს გარკვეული სამხედრო  სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება. სამხედრო სამსახურში გაწვეულები ნაწილში გაგზავნამდე აუცილებლად გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილებიდან გამომდინარე“–თქვა პუტინმა.