„მზიას სასამართლო: სამი საათია, რაც ძალიან დეტალურად, ნათლად, კვალიფიციურად და დამაჯერებლად ადვოკატი ასაბუთებს, თუ რამდენი ტყუილი, რამდენი ცრუ ჩვენება წარმოადგინეს მოწმე პოლიციელებმა… ერთმანეთთან შეუთავსებელი სიცრუე, რომელიც „არ იფუთება”, ურთიერთსაწინააღმდეგო, წარდგენილ ვიდეო მტკიცებულებებთან შეუსაბამო… დაცვის კითხვებს გაუცემელი პასუხები, გამოუსწორებელი უზუსტობები, ცვალებადი ვერსიები, ბრალდების მხარის და მისი მოწმეების ( ყველა მოწმე პოლიციელია და “დაზარალებული პოლიციელის” თანამშრომელი)”.
ბრალდების და მისი ბრალდებების სრული კოლაფსი…
ჩვენ წინ იწერება „სისტემური სიცრუის ქრონიკა“,
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ეხმაურება.