საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ამაყია, რომ გრიგოლ ვაშაძეს იცნობდა. ელჩი აღნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტილება პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით საწყენია.
“ბატონი ვაშაძე არის ქართველი, რომელსაც აქვს ხანგრძლივი და ძალიან ძლიერი პოლიტიკური კარიერა. მას აქვს განათლება და იცავს პარტიულ და სახელმწიფო ინტერესებს. ამაყი ვარ, რომ ვიცნობ და საწყენია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. საქართველო უნდა იყოს ძალიან ამაყი, რომ ჰყავს ისეთი პოლიტიკოსი, როგორიც გრიგოლ ვაშაძეა”, — განაცხადა დეგნანმა.
გრიგოლ ვაშაძემ ნაციონალური მოძრაობა დატოვა. მან განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა და პარტიაში მყოფი ოდიოზური ფიგურები.