ამბობდით, “რუსებმა წაგვლეკეს“, ახლა სად არიან ეს რუსები? წაგვლეკეს? აღარ ვარსებობთ? – დავითულიანი “ლელოს”

“ამბობდით,რუსებმა წაგვლეკეს“, ახლა სად არიან ეს რუსები? წაგვლეკეს? აღარ ვარსებობთ? ” – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ბექა დავითულიანმა სხდომაზე განაცხადა.

„ის ინვესტიცია [„იგლ ჰილსი“] „ვითომდა“ ინვესტიცია არ არის და არის სწორი ინვესტიციაა, რადგან საერთაშორისოდ ცნობილი ბრენდისაა. როდესაც ასეთი ბრენდი შემოდის, შემდეგ სხვებიც მოჰყვებიან. 6 მილიარდი „ვითომდა“ არსად და არასდროს არ არის…

7-8%-იანი დროებითი მაცხოვრებლის სტატუსი ჯერჯერობით ამ ქვეყნისთვის პრობლემა არ არის. გვახსოვს ის ისტერია, როდესაც თქვენი პოლიტიკური გუნდი [„ლელო – ძლიერი საქართველო“] ამბობდა, რომ აი, რუსებმა წაგვლეკეს და ახლა სად არიან ეს რუსები? წაგვლეკეს? აღარ ვარსებობთ? ის 7-8%-იანი სტატისტიკაც იმ ფარგლებშია, რაც კონტროლირებადია.

რაც შეეხება დემოგრაფიას, დემოგრაფიული პრობლემა დგას ისევე, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში. ჩვენთან, როგორც მცირე ერისთვის პრობლემად დგას და საზრუნავი გვაქვს, მაგრამ იმ ნაწილში ვერ დაგეთანხმებით, რომ საქართველოში დროებით მცხოვრებ უცხოელებზე ისეთი სტატისტიკა გვაქვს, რომ უსაფრთხოების რამე პრობლემას გვიქმნის“, – განაცხადა დავითულიანმა.

ამასთან, დავითულიანმა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ დეპუტატს, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ ეთანხმება და „ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ და ისეთი სიტყვები არ უნდა ვაკადროთ, რომელიც შეგვეხება მორალურად და ადამიანურად“.

„ამ ნაწილში გეთანხმებით და დარწმუნებული ვარ, კოტეს თქვენ პირადად არ უგულისხმიხართ, მაგრამ ჩვენ რომ მოგვიწოდებთ სიტყვებს პატივი უნდა ვცეთ და ფასი დავადოთო, შემიძლია დღეს დავიწყო და ზეგ დილამდე მოგიყვეთ თქვენი პარტია, პარტიის ლიდერები და მთელი “კოხორტა’ არცერთს სიტყვას პატივს რომ არ სცემს. იმდენი რამ თქვეს და იმდენი არ ასრულდა, რომ რეკორდსმენები არიან არასრულებულ საქმეებსა და დაპირებებში. სიტყვებს პატივი უნდა ვცეთ მართლა, მაგრამ შიგნითაც მოუწოდეთ ხოლმე, თორემ ახლა წესით ბიძინა ივანიშვილთან ერთად მოსკოვში ვართ და თქვენ ხართ აქ ხელისუფლებაში. ამიტომ სიტყვებს ყველამ პატივი ვცეთ, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერებას ყველას“