ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ტოლაში კაცი მოკლეს.
სავარაუდო დამნაშავეს შსს-ს თანამშრომლები მეორე დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.
ადგილობროვები ყვებიან, რომ სავარაუდო დამნაშავემ მეზობელს 4 საათზე შეშის მოსაჭრელად ტყეში გაყოლა სთხოვა. მათ დაპირისპირება მოუვიდათ. დაპირისპირების დროს კი 35 წლამდე ახალგაზრდა კაცმა 61 წლის მეზობელს მრავლობითი დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა. 61 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.