გამოვეხმაურები მიმდინარე კამპანიას სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ:
ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ, რათა სექსუალური ხასიათის ნებისმიერი დანაშაული, დადასტურების შემთხვევაში, ყოფილიყო სათანადოდ დასჯილი. ამიტომ, ამგვარი ბრალდებისთვის ჩვენი მხრიდან კანონმდებლობა ევროპულთან თანხვედრაშია, შინაგან საქმეთა სამინისტოში კი შესაბამისი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი ფუნქციონირებს. დანარჩენი უკვე არა პოლიტიკოსის, არამედ რელევანტური სტრუქტურების შესაფასებელია
ყველანი უნდა ვათვითცნობიერებდეთ, რომ ამგვარი დანაშაული ძალიან მძიმეა, ხოლო ერთი ხელის მოსმით დასკვნების კეთება ან დაბრალება, არანაკლებ მძიმეა
რა თქმა უნდა, ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, მაგრამ კანონით და არა “მორალის პოლიციის” ხელით, რომელსაც ხშირ შემთხვევაში მანიპულაციურად და ბოროტად იყენებენ
და ბოლოს, სამწუხაროდ, აღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობენ ის ადამიანები, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში საერთოდ დაივიწყეს ადამიანის უფლებები, მათ შორის ქალების, უფრო მეტიც, ბავშვების უფლებები და ყველაზე ბოროტი ბულინგის კამპანიაში იყვნენ ჩართულები.
წერს ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.