ამერიკამ უკრაინას 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. ზამთრისთვის უკრაინის პოზიციების გაძლიერების მიზნით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ასობით ათასი საარტილერიო ჭურვის, ათასობით რაკეტისა და ასობით ჯავშანტექნიკის გადაცემის პროცესშია.
„ვამაყობ, რომ დღეს უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების სახით დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტს ვაცხადებ მაშინ, როცა უკრაინელი ხალხი რუსული აგრესიისგან მათი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაცვას აგრძელებს..[…]ჩემი ხელმძღვანელობით, თანამდებობაზე ჩემი ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, აშშ ამ ომში უკრაინის პოზიციის გასაძლიერებლად დაუღალავად მუშაობას გააგრძელებს“,“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
ამასთანავე ბაიდენმა ადმინისტრაციას უკრაინისთვის დახმარების გაზრდა, ბრძოლის ველზე შეიარაღების სწრაფად მიწოდება და აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის აღდგენა დაავალა.