ამერიკას მოთმინება ამოეწურა, გამოვფხიზლდეთ – ილვესი ანულირებაზე

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი თოომას ჰენდრიკ ილვესი “ოცნების” მიერ შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ მათ განცხადებაში ტერმინი “გაბრაზებული” არასდროს უნახავს.

ის საქართველოს პარტნიორებს მოუწოდებს, გამოფხიზლდნენ.

“გაბრაზებული საკმაოდ მძიმე ტერმინია.  არასდროს მინახავს ის საელჩოს განცხადებაში გამოეყენებინოს. სიმართლე რომ ვთქვათ, ამერიკას მოთმინება ამოეწურა, როგორც სხვა დასავლურ ქვეყნებს, რომლებიც ამ დრომდე ზრუნავდნენ საქართველოზე. ეს სერიოზულია. გამოფხიზლდით”, –წერს ილვესი.