“აშშ ფაქტობრივად ჯერ კიდევ ახორციელებს გერმანიის, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების ოკუპაციას. და ამავე დროს ცინიკურად უწოდებენ თანასწორ მოკავშირეებს… და რა თანამშრომლობაა ეს? მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამ ქვეყნების ლიდერებს თვალყურს ადევნებენ, ამ სახელმწიფოების პირველ პირებთან მოსმენის მოწყობილობებს აყენებენ არა მხოლოდ ოფისებში, არამედ საცხოვრებელ შენობებშიც. ეს ნამდვილი სირცხვილია. სირცხვილია როგორც მათი, ვინც ამას აკეთებს, ასევე, ვინც მონებივით ჩუმად და თვინიერად ყლაპავს ამ უხეშობას”
ამის შესახებ, პუტინმა კრემლში უკრაინის ოთხი რეგიონის – ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუჰანსკის ანექსირების ოფიციალურად გამოცხადების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.