”გავეცანი ივანიშვილის ამ წერილს და მინდა გითხრათ, რომ სამი საათი საკმაოდ დიდი დროა ერთი შეხვედრისთვის. თუმცა, ყველამ იცის, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ მას საქართველოში უზარმაზარი პოლიტიკური წონა აქვს. ბუნებრივია, რომ ვაშინგტონს სურს საქართველო ფართო დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილი იყოს რათა რუსეთს ხელი შეუშალოს უკრაინის განადგურებაში და ამის ნაწილია სანქციები.

მე თურქეთში ვცხოვრობ. ამერიკამ ანკარასაც მოუწოდა, რომ შეერთებოდა სანქციებს. ანკარამ უარი განაცხადა და ამერიკის შეერთებული შტატები ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს. თუმცა, ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო იმ სასაცილო განცხადებასთან, რომელთა მიხედვით ამერიკა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. ამ პოლიტიკოსებმა თვალები უნდა გაახილონ და მიხვდნენ, რომ ამერიკაში არავის აინტერესებს რას იტყვის “ქართული ოცნება” ელჩ დეგნანზე.

არანაირი შანტაჟი არ არსებობს და ეს პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, კლოუნებს გვანან, რომლებიც ამ ცირკს მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის აწყობენ. უნდათ, რომ მის თვალში ქულები დაიწერონ და ამიტომ აკეთებენ ამ სასაცილო კომენტარებს. მე ვფიქრობ, ივანიშვილმა თავის წერილში ასევე თქვა, რომ მისი ფინანსური საქმეები მისი პირადი საქმეა და ქვეყანას ეს არ უნდა ეხებოდეს. ასე რომ, მეგობრებო, დამშვიდდით და მიყევით ეროვნულ ინტერესებს”.

ამის შესახებ,  შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა “მთავართან” ინტერვიუში აცხადებს.