ამერიკა და ისრაელი აცხადებენ, რომ საჰაერო იერიშების შედეგად წარმატებით მოხდა ირანის სარაკეტო საფრთხის განადგურება.მათი განცხადებით, მომდევნო დღეებში ირანის წინააღმდეგ იერიშები უფრო ინტენსიური გახდება.
ირანი კგვლავ განაგრძობს ისრაელისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გაშვებას.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირმა განაცხადა, რომ იერიშების შედეგად განადგურებულია ირანის საჰაერო თავდაცვის 80% და მათი რაკეტების გამშვები დანადგარების 60%, თუმცა, მან დაამატა, რომ “საფრთხე ჯერ კიდევ არ გამქრალა”.















