ამერიკელები კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვების შემსუბუქებას ითხოვენ

დაახლოებით 2,500 ადამიანი შეიკრიბა ვაშინგტონის შტატში ახალი აკრძალვის გასაპროტესტებლად. შტატის გუბერნატორმა ჯეი ინსლიმ სახლში დარჩენის ბრძანება გამოსცა და 50-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა.

საპროტესტო აქციაზე ბევრს არ ეკეთა სახის დამცავი ნიღაბი, რომლის ტარებაც ახლა ამერიკაშიც მკაცრდაა რეკომენდებული.

“ბიზნესების დახურვა და მოგებულების და წაგებულების იმით განსაზღვრა, თუ ვისი ბიზნესია აუცილებელი და ვისი არა, არის ფედერალური კონსტიტუციის დარღვევა”, ამბობს ტაილერ მაილერი, 39 წლის ინჟინერი და აქციის ორგანიზატორი.

საპროტესტო აქცია ჩატარდა დენვერშიც. იქ ხალხმა მანქანებით ჩახერგა გზა და კოროლადოს შტატის თავიდან ამუშავება და ბიზნესების გახსნა მოითხოვა. საპროტესტო აქციის მონაწილეებს იქ წინ სამედიცინო მუშაკები გადაუდგნენ.

ექსპერტების თქმით, სახლში დარჩენის ბრძანება უმნიშვნელოვანესია კორონავირუსთან საბრძოლველად. ვირუსის გამო დახურული ბიზნესებისა და შეჩერებული წარმოების გამო, ამერიკაში უკვე 22 მილიონი ადამიანი დარჩა უმუშევრად. საპროტესტო აქციები ეკონომიკის ამუშავების მოთხოვნით უკვე ჩატარდა, ტეხასის, ვისკონსინის, მინესოტას, მიჩიგანისა და ვირჯინიის შტატებში.

წყარო: ამერიკის ხმა