ტაბულას დამფუძნებელი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ამერიკის ელჩის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის მიზეზად ივანიშვილის შეთქმულების თეორიებით გატაცებას თვლის:
“ივანიშვილი შეთქმულების თეორიების მოყვარული კაცია.
9/11 მოსადის მოწყობილი ეგონა, გიგა ამის შესახებ ინფორმირებული პირი და ცდილობდა გიგასთან ნდობაში შესვლას, რომ ეს საიდუმლო გიგას მისთვის გაეზიარებინა.
ჩლიქოსნებს ხომ ბიძინა ავალებს, რა კითხონ, ამიტომ სუბართებრთა “ჩამჭრელი შეკითხვები” საგულისხმოა.
როგორც მათი “შეკითხვებიდან” ჩანს:
21 მარტს, ომის დაწყებიდან თითქმის ერთი თვის თავზე ელჩი შეხვდა ოლიგარქს და სტრატეგიულ პარტნიორს, საქართველოს დე-ფაქტო მმართველს ურჩია თავისუფალ სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფილიყო.
1. ცალსახად დაეჭირა მხარი უკრაინისთვის;
2. მიერთებოდა სანქციებს და არ ექცია საქართველო რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების ხვრელად;
3. ესაუბრა ჩრდილოვანი მართვის პრობლემაზე და პოლიტიკური ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა აღნიშნა – შეიძლება უთხრა კიდეც, ამას სჯობს თანამდებობაზე იყოო.
ამაზე დარაგოი ბორენკამ მოტოვა პანიკა, რომ თუ საქართველო თავისუფალ სამყაროსთან ერთად იქნება, პუტინი ომს დაგვიწყებს.
კონსპიროლოგმა ბიძინამ კრედიტ სვისში შექმნილი პრობლემა დაუკავშირა ამერიკელებს – უფრო მეტი, ეგ ჩათვლიდა რომ კრედიტ სვისმა ამერიკელების დავალებით შეუქმნა პრობლემა და მაგ ფონზე მივიდა დეგნანი სალაპარაკოდ. შეხვედრის მერე მისი პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდა – კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, ასი ათასი ადამიანი ქუჩაში დადგა, დეოლიგარქიზაცია ევროპელობის წინაპირობად იქცა…
ამაზე გაგიჟდა და ახლა:
1) აშანტაჟებს ამერიკელებს: ეს ქვეყანა თქვენი იყო, სანამ მე არ მაწუხებდით, პრობლემებს არ გიქმნიდით, რასაც მთხოვდით თქვენი ინტერესებისთვის, ვაკეთებდი მეტწილად – ახლა სხვისი გახდება.
2) კარიერას უფუჭებს დეგნანს – რაც ძალიან სიმბოლურია.
მე ვწუხვარ რომ ბიძინას ბრაზს უფრო დიდი თვალები აქვს, ვიდრე რეალობას სჭირდება ჯერჯერობით, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება – ამერიკელები მას რეალურად უპასუხებენ ადრე, თუ გვიან და ეს კრედიტ სვისის გავლით არ მოხდება.
უბრალოდ, თუ დემოკრატიული ალტერნატივა არ შევქმენით, რომელსაც ქართველი ხალხი ენდობა და აქ, ადგილზე ამერიკას ძლიერი მოკავშირე არ გამოუჩნდა ალტერნატივად – ბორენკას შანტაჟი რეალობად გვექცევა, ეს ქვეყანა სხვისი გახდება. მოხდება ის, რაც მოხდა ავღანეთში და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ.“– წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე.