ამერიკელმა, რომელმაც Mega Millions–ის ლატარიის ბილეთი ილინოისის შტატის ბენზოგასამართ სადგურზე იყიდა, 1.34 მილიარდი დოლარი მოიგო. ამის შესახებ CNN იტყობინება.
ჟურნალისტების ინფორმაციით ჯეკპოტი რამდენიმე საათში 1.28–დან 1.34 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ამიტომაც ზოგიერთი მედია საბოლოო მოგების არასწორ ციფრს ასახელებს.
მოგებულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. მას ორი ვარიანტი აქვს: შეუძლია აირჩიოს თანხის ერთბაშად განაღდება, რა შემთხვევაშიც ის 780 მილიონ დოლარს მიიღებს, ან შეუძლია თანხა 29 ყოველწლიურ გადახდად დაყოს. ამ შემთხვევაში მთელ თანხას, ანუ 1.24 მილიარდ ევროს მიიღებს.
ბილეთის მფლობელს გათამაშებიდან ერთი წელი აქვს პრიზის მისაღებად.
სურვილის შემთხვევაში მას აქვს უფლება საზოგადოებას საკუთარი ვინაობა არ გაუმხილოს.
ბენზოგასამართი სადგური დეს–პლეინსი ასევე მიიღებს თანხას – 500 ათას დოლარს მომგებიანი ბილეთის გაყიდვისთვის.
Mega Millions–ის ლატარიის ყველაზე დიდი ჯეკპოტი 1.54 მილიარდის ოდენობით 2018 წელს სამხრეთ კაროლინის მაცხოვრებელმა მოიგო. ეს იყო სიდიდით მეორე ჯეკპოტი აშშ–ს ისტორიაში.