ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში მოკლეს ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფება “ჰარაკატ ალ-ნუჯაბის” ლიდერი, მუშტაკ ჯავად კაზიმ ალ-ჯავარი. ამის შესახებ, პენტაგონის პრესსპიკერმა პეტ რაიდერმა განაცხადა.
ერაყსა და სირიაში მოქმედი დაჯგუფების მეთაური აქტიურად მონაწილეობდა ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
პენტაგონში ასევე აღნიშნეს, რომ იერიში თავდაცვის ფარგლებში განხორციელდა და მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაშავებულა.