აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ Pfizer-ის ვაქცინას საბოლოო, სრული ავტორიზაცია მიანიჭა. FDA-მ აღნიშნული ვაქცინა დაამტკიცა 16 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის გამოსაყენებლად.
“საზოგადოებას შეუძლია სრულად დარწმუნებული იყოს, რომ ეს ვაქცინა აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტურობის და წარმოების იმ უმაღლეს სტანდარტს, რომელსაც FDA პროდუქტის ავტორიზაციისთვის აყენებს”,- განაცხადა აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების სააგენტო კომისარმა, დოქტორმა ჯენეტ ვუდკოკმა.
Prizer-BioNTech-ის ვაქცინა 2020 წლის დეკემბერში გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცეს.
ფაიზერი კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინაა, რომელმაც სრული ავტორიზაცია მიიღო.