ამერიკული ატომური ავიამზიდი ეგეოსის ზღვაში შევიდა

ამერიკული სამხედრო საზღვაო ძალების ატომური ავიამზიდი CVN 75 “ჰარი ტრუმენი“ ეგეოსის ზღვაში შევიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა მედიასაშუალებები და სოციალური ქსელები მონიტორინგის რესურსებზე დაყრდნობით ავრცელებენ, რომლებიც ზღვაში ვითარებას აკონტროლებენ.

ცოტა ხნის წინ ამერიკელებმა განაცხადეს, რომ ამ აკვატორიაში თავის ატომურ ავიამზიდს გზავნიან ესკორტით იმისათვის, რომ თურქეთი რუსეთის მხრიდან შესაძლო გართულებების შემთხვევაში დაიცვას. ამასთან, მათ არ დაუკონკრეტებიათ, რა იგულისხმება ამ ფორმულირებაში. ამიტომაც ეგეოსის ზღვაში “ჰარი ტრუმენის“ გამოჩენა შესაძლოა არა თურქეთს, არამედ უკრაინას უკავშირდებოდეს. უკრაინული მედიარესურსები იმედოვნებენ, რომ ეს არის  მინიმუმ მხარდაჭერის სიმბოლური ჟესტი, რომელიც ვაშინგტონმა კიევის მიმართ გამოხატა.

საქმე იმაშია, რომ აქამდე ამერიკული ავიამზიდები არასოდეს შესულან  ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში და ეგეოსის ზღვაში ასე ღრმად,  მიუხედავად იმისა, რომ ანკარასა და რუსეთს შორის ურთიერთობები ხშირად იძაბებოდა.

ექსპერტები ამ ეტაპზე ვარაუდობენ, რომ სავარაუდოდ თურქეთი კვლავ დაიცავს მონტროს კონვენციას და არ შეუშვებს ამერიკულ ავიამზიდს შავ ზღვაში.

თუმცა ზუსტი ინფორმაცია და დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.