გზაში ვკითხულობდი ზუსტად ახლა კიდევ ერთხელ ამერიკულ კანონს და არის სრული კატასტროფა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, როგორც იურისტმა, ადამიანის უფლებების სპეციალისტმა, რომ არის სრული კატასტროფა. ჩვენ ასეთი კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტში ნამდვილად ვერ ვიკადრებდით.
რაც შეეხება რუსულ კანონს, რუსულ კანონსაც ახლა გავეცანი და ყოფილა ამერიკული კანონის მსგავსი. პირდაპირ შეგიძლია მიამსგავსო რუსული კანონი ამერიკულს, როგორც ჩანს, რუსული მესიჯი დარბილებასთან დაკავშირებით იყო ტყუილი. რეალურად, რუსული კანონი არის ზუსტად ამერიკულის ანალოგი.
ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ივანიშვილის დეპუტატების მომზადებულ კანონპროექტზე.