ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის ბრალდებით, გერმანიაში 5 პირი დააკავეს

გერმანიის პროკურატურის განცხადებით, მათ “ისლამური სახელმწიფოს” 5 წევრი დააკავეს გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით.

განცხადებაში, რომელიც გერმანიის პროკურატურამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ დაჯგუფება შეირაღებული იყო და ჰქონდა ყველა საჭირო აღჭურვილობა თავდასხმის მოსაწყობად, მათ შორის, ასაფეთქებელი მოწყობილობებიც.

გერმანიის პროკურატურამ 4 ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება შეძლო. მოგვიანებით კი მე-5 პირიც დააკავეს. დაკავებულები ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობდნენ. ისინი დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” ერთი წლის წინ შეურთდნენ.

ოფიციალური პირები თქმით, დაკავებულებს კონტაქტი ჰქონდათ და ინსტრუქციებს იღებდნენ “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერებისგან სირიიდან და ავღანეთიდან.

წყარო: ამერიკის ხმა