“როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა, პარტნიორმა ქვეყნებმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ეს კარგი რამ და კარგი ნიშანი. რაც შეეხება კანონმდებლობის მსგავსებას ამერიკულთან, საერთოდ არ არის მსგავსი კანონი, აშშ მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, ის კანონი, რასაც თქვენ ახსენებთ, მიემართება, ლობისტ ორგანიზაციების, კომპანიებს თუ პირებს, რომლებიც მუშაობენ სხვა ქვეყნების სასარგებლოდ და მათ აქვთ მოვალეობა, დარეგისტრირდნენ კონკრეტულ რეესტრში, ასე რომ, ამ კანონების მსგავსებაზე საუბარი არ არის”,
ამბობს ამერიკის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი “ოცნების” მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონზე.