”ნიკა გვარამიას დაჭერით ეს ამბავი არ დამთავრდება, ყველას დაიჭერენ ვინც ამ სისტემას დაუპირისპირდება, რაღაც საფრთხეს შეუქმნის და პრობლემა არ ექნებათ იმიტომ, რომ მეორე მხარეს არ არსებობს ძალა, რომელიც იქნება ანგარიშგასაწევი. და ეს ანგარიშგასაწევი ძალა უნდა შეიქმნას და ჩემი აზრით, შექმნის ერთადერთი გზა არის ერთობა. გაერთიანებისა ოპოზიციურ ფლანგზე, მე არ ვიცი სხვა გზა, როგორ შეიძლება ამ სისტემას დაახევინო უკან და საბოლოო ჯამში დაამარცხო.”
აცხადებს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. სააპელაციო სასამართლობ გვარამია პატიმრობაში დატოვა.