თბილისის მერი კახა კალაძე შეხვდა აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს, რომლის ფოტოც სოციალურ ქსელში გავრცელდა, როდესაც ე.წ. აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი მიმდინარეობდა.
“სინამდვილეში ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს და საოცრად უხდება სიცილი. მინდა, სულ ღიმილიანი იყოს. მის ხუთ და-ძმას კი ვუსურვებ საკუთარი საქმით, ცოდნით, შრომით მიაღწიონ დიდ წარმატებებს და გამოადგნენ ოჯახს და სამშობლოს”, – წერს კალაძე Facebook-ზე და მამა-შვილთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.