“ქართული ოცნება” ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს. უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვარის თქმით, მოლაპარაკებები შეიძლება აწარმოონ “გირჩთან” და “სტრატეგია აღმაშენებელთან”.
“დარჩენილია ფანჯარა ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან, რომელთანაც ერთი-ერთზე გაგრძელდება მოლაპარკების პროცესი და ჩვენ გვჯერა და გვაქვს ოპტიმიზმი, რომ მოხდება შეჯერება რიგ საკითხებზე და ისინი იქნებიან საქართველოს პარალმენტში წარმოდგენილნი. ეს არის ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც საჯაროდ აცხადებს მზაობს ამის თაობაზე, დიახ, ეს შესაძლებელია იყოს “გირჩი” და “სტრატეგია აღმაშენებელიც”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა მთავარ არხთან საუბრისას.
მანვე აღნიშნა, რომ ეს ორი პარტია მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და დეტალები უახლოეს დღეებში დაზუსტდება.
გირჩი ადასტურებს, რომ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებები აქვს, თუმცა სტრატეგია აღმაშენებლს ეს ჯერ არ გაუცხადებია.