“თუ კარგად შეისწავლით ევროპის ქვეყნებს, ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა რიცხვი საკმაოდ შთამბეჭდავია, ზოგან შეიძლება იყოს 40%, ზოგან 20-30%, გააჩნია საზოგადოების დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი. მაგრამ ის, რომ ყველა ქვეყანაში, მათ შორის, ლიბერალურ და ძალიან განვითარებულ ქვეყნებშიც ასეთი ადამიანები არსებობენ და მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მსოფლიოში ზოგადი სკეპტიციზმი არსებობს. მაინცდამაინც ამირან გამყრელიძეს და მთავრობას ნუ დააბრალებთ ამ საკითხს, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოსახლეობას შევთავაზეთ არჩევანი”

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანტივაქსერებზე პირველი არხის ეთერში.