ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში გადავიდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში გადავიდა.

„თვითიზოლაციაში გადავედი დღეს, მაგრამ არა თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებით, რასაც მეკითხებიან. გუშინ და გუშინწინ ბევრ ინფიცირებულთან მქონდა კონტაქტი, ძირითადად დაცული, მაგრამ გადავწყვიტე თვითმონიტორინგი ვაწარმოო. მე რეგულარულად ვიკეთებ ტესტს. შაბათს მქონდა ბოლო უარყოფითი პასუხი. ამჟამად სიმპტომები არ მაქვს და ჯერ ჩვენება არ არის ტესტის გაკეთების”, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა.