დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საპატრიარქოს და პატრიარქს მადლობას უხდის პანდემიის პირველი ტალღისას გვერდში დგომისთვის ახლა კი სინოდსა და მღვდლმთავრებს სთხოვს ვაქცინაციის პროცესში გვერდში დაუდგეს გამყრელიძის აზრით, მოსახლეობას, მათი უფრო სჯერა.
“პირველ რიგში დავიწყებ მადლობით, საქართველოს ეკლესია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია. ყველას გვჯერა ეკლესიის და მადლობა მინდა ვთქვა, პანდემიის დაწყების შარშანდელ პერიოდში როგორი პოზიციით მოგვეხმარა, განსაკუთრებით, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, რომ მინიმალური დანაკარგით გამოვედით.იცით, რა რთული პერიოდი იყო წინასააღდგომოდ, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო. ეკლესიის მოწოდებებმმა დიდი როლი ითამაშა მოსახლეობის დამყოლობაში.
გთხოვთ, რომ გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში, ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში, ექიმზე ძლიერმინდა ვთხოვო წმინდა სინოდს, თითოელ მღვდელმთავარს, რომ მათი როლი ამ მნიშვნელოვან პროცესში განსაკუთრებულია”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.