ამირან გამყრელიძის შვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ამირან გამყრელიძის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, 26-ე დღეს დატოვა კლინიკა და გადავიდა თვითიზოლაციაში.

ნიკოლოზ გამყრელიძე მადლობას უხდის ექიმებს, ვინც ,,ამ ომში წინა ხაზზე იბრძვის”.

,,მეგობრებო, პაციენტი #10ც გამოჯანმრთელდა და შესაბამისად 26-ე დღეს დავტოვე კლინიკა და გადავედი თვითიზოლაციაში. უღრმესი მადლობა ესეთი მხარდაჭერისთვის და გულშემატკივრობისთვის, ძალიან გამაძლიერეთ ამით.

არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო და როგორც რიგითმა მოქალაქემ უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო სრულად სამედიცინო პერსონალის წინაშე, ვინც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ ომში იბრძვის წინა ხაზზე ჩვენი ყველას ჯანმრთელობისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 26 დღის განმავლობაში არც ერთხელ არ მიგრძვნია მათგან არც დაღლა, არც შიში, მხოლოდ სითბო, მხარდაჭერა და ძალიან დიდი შემართება იყო სულ. აქამდეც ჩემი პატივისცემა მათ მიმართ ისედაც ძალიან დიდი იყო, მაგრამ ეხლა კიდევ სხვანაირად დავინახე როგორც პაციენტმა. მადლობა თქვენ, ნამდვილად საამაყო ხართ და გამძლეობას გისურვებთ!”,- აცხადებს ნიკოლოზ გამყრელიძე.

საქართველოში ამ დროისთვის COVID-19-სგან 22 ადამიანია გამოჯანმრთელებული.