ამისთანა აბსურდულ ბრალდებებს ბოლო უნდა მოეღოს, არ შეიძლება, ეს მარაზმი გაგრძელდეს – მელაშვილი

სასამართლოდან გამოსულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებები “თავიდან ბოლომდე აბსრუდული და უსაზიზღრესია”.

მისი თქმით, არ შეიძლება, რომ “ეს მარაზმი გაგრძელდეს ქვეყანაში”

“ბოლომდე არის საკითხი მისაყვანი. იმიტომ, რომ ამისთანა აბსურდულ ბრალდებებს ბოლო უნდა მოეღოს. არ შეიძლება, ეს მარაზმი გაგრძელდეს ქვეყანაში”, — განაცხადა მელაშვილმა.

მან მხარდაჭერისთვის საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.