ჩემმა ალღომ და პოლიტიკურმა გამოცდილებამ რაც მიკარნახა, ის მოხდა – როგორც გამოვთვალე, გიგი უგულავამ ზუგდიდში დააყენა თავისი კანდიდატურა, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმში“ განაცხადა.
„ჩემმა ალღომ და პოლიტიკურმა გამოცდილებამ მიკარნახა ის, რომ გამოვთვალე, რაც მოხდა. აგერ, ზუგდიდში დააყენა გიგიმ თავისი კანდიდატურა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვეყოლება სერიოზული კანდიდატი. მითუმეტეს, ვიცით, რომ ზუგდიდელები და სამეგრელო ყოველთვის სწორ ხაზზე იყო და უზარმაზარი მხარდაჭერა ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“.გამიხარდება, თუ მეორე ტურში გავა გიგი უგულავა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მეორე ტურში კი მოვუგებთ. ეს იქნება ყველაზე კარგი სცენარი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ზუგდიდში მაჟორიტარად იყრის კენჭს.