პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას ლიდერი“ თვლის, რომ ამნისტიის საკითხმა ოპოზიციის გახლეჩა გამოიწვია.
“პარლამენტში შესული რეპუტაციადაკარგულები დღეს იმ მორალს და ზნეობას ებრძვიან, რომელიც ნიკას აქვს შენარჩუნებული და იმ სიმტკიცის წართმევა უნდათ მისთვის, რომელიც ნიკას ციხეში ჯდომაში ეხმარება.
ეს იმის ბრალია, რომ თავადაც იმ ცვლილებების გარშემო კი არ გაერთიანდნენ, რომელიც ხალხს სჭირდება, დროებითი საჭიროების გარშემო გაერთიანდნენ, მერე რომ უფრო სარფიანად ევაჭრათ ცალ-ცალკე.
ამით კი საბოლოოდ, მხოლოდ „ოცნებას“ „გაუპრავეს“.
ანუ, სანამ მთავარი აქტორი ციხეშია, და ნარჩენები ვაჭრობდნენ, ამნისტია წყალგამყოფი აღმოჩნდა, ოპოზიციური ერთობა – გახლეჩილი…
შედეგი შემედგომაზე, ადგილობრივ არჩევნებზე აუცილებლად დადგება.
რადგან, პარლამენტში შესული, რეპუტაციადაკარგული ოპოზიცია დაკარგავს ხმებს, რაც პირველ რიგში სწორედ „ქართულ ოცნებას“ აწყობს.“– ამბობს დავით ჭიჭინაძე.
პარლამენტში 20 ივნისის ამნისტიასთან დაკავშირებით 2 კანონპროექტი რეგისტრირდება – ერთი ოპოზიციის და ერთი ქართული ოცნების, რადგან ხელისუფლება და ოპოზიცია ამნისტიის პროექტის ტექსტზე ვერ შეთანხმდა.