“ამნისტიის კანონზე უამრავი მცდარი ინტერპრეტაცია ვრცელდება”- ”სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამნისტიის კანონთან დაკავშირებით მცდარი ინტერპრეტაციები ვრცელდება.
“ამნისტიის კანონთან დაკავშირებით, გთხოვთ ყველამ შევიკავოთ თავი წინასწარი დასკვნებისგან, რადგან უამრავი მცდარი ინტერპრეტაცია ვრცელდება, რაც განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს დაზარალებულებზე. სამწუხაროდ ზოგიერთი მიზანმიმართუალად აკეთებს ამას. პირობას გაძლევთ სამშაბათია ბოლო ვადა, როცა ყველა ყველაფერს ნახავთ. რადგან ეხლა მიმდინარეობს კანონპროექტის შემუშავება და ყველაზე გვიან სამშაბათს დარეგისტრირდება. რაც მთავარია, რომ ყველა თვალის ამომთხრელი მიეცემა პასუხისგებაში და დადგება დრო ყველა დავალების გამცემი დაისჯება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.