ამნისტიის კანონპროექტის კენჭისყრა გადაიდო

ამნისტიის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა გადაიდი. ამის შესახებ პარტიების ლიდერებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. ანრი ოხანაშვილის თქმით, ამნისტიის კანონს სავარაუდოდ ხუთშაბათს უყრიან კენჭს.

“ხუთშაბათს შევიკრიბებით, ვიმსჯელებთ. ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები. ოპოზიცია თვლის, რომ მათ აქვთ მოსაზრებები და სურთ, რომ ამ მოსაზრებებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ. რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც ჩვენ ამ დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი, ეს პასუხისმგებლობა ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ უნდა ვითანამშრომლოთ პოლიტიკურად, რაც არ უნდა არ ვეთანხმებოდეთ მათ”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაა ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა. კონსულტაციები კი 27 მაისს გაგრძელდება.

“არსებობს იმის რესურსი, რომ მივიდეთ შეთანხმებამდე და რაღაცნაირად მოვახერხოთ, რომ როგორც დღეს, საარჩევნო კოდექსს, სავარაუდოდ, ყველა დავუჭერთ მხარს, ასე ამნისტიაზეც ერთობლივი დოკუმენტი შევიმუშაოთ”, – თქვა იოსელიანმა.