“ამოვწურე თავი” – აბაშის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა

აბაშის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან მაკალათიამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მაკალათია ამტკიცებს, რომ ქართულ ოცნებაში დაპირისპირება არ ჰყონია და უბრალოდ “თავი ამოწურა.

ის საკრებულოს თავმჯდომარედ 3 დეკემბერს აირჩიეს.

“მიზეზი არაფერი, ამოვწურე უბრალოდ თავი, აბაშაში მუშაობა. მივიღეთ 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, 2022 წლის ახალი ბიუჯეტი, დავამტკიცეთ კომისიები და დავტოვე აღნიშნული თანამდებობა. სანამ საკრებულოს თავმჯდომარე გავხდებოდი, ვიყავი აბაშის მერი 4 წლის განმავლობაში. შემდეგ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომ იყო რთული არჩევნები, “დავალაგეთ” საკრებულო, ავირჩიეთ კომისიები, მივიღეთ ბიუჯეტი და წამოვედი თანამდებობიდან. არანაირი დაპირისპირება გუნდში არ გვქონია”, – ამბობს მაკალათია ფორმულასთან საუბრისას.

მისივე ცნობით, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მის მოვალეობებს პირველი მოადგილე შეასრულეს.