ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამგორში, ლევან ხაბეიშვილი საჯარო მოხელისა და ოცნების აგიტატორის სკანდალური ჩანაწერს ასაჯაროებს.
“თუ ვინმე მცნობს მეუბნება ვის აძლევს ხმას თუარადა მებუნებიან არ გადამიწყვეტიაო, აგრესიულად არავინაა განწყობილი მაგრამ იმათთან რომ მიმაქ ასეთი პასუხები უნდა ამოქაჩოვო და წინასწარ უნდა იცოდე პასუხებიო. წინაზე რომ დაითვალეს ვერ გაიგეს ვერ იგებდნენ და ამოკრიბეს სამთავრობო სამსახურში ვინც მუშაობს ის ხალხი რომ მერე სხვა პარტიის ხმა თუ მივა, მივიდნენ და დაამუშაონ.
ჩემ კორპუსში ყველამ მითხრა რომ სხვა პარტიას ვააძლევთ ხმასო და გუშინ რომ მივედი უკვე 41-ები მითხრეს, ალბათ იმუშავეს სამსახურში ვიღაცა მიუგზავნეს.
ვინც მეტყვის რომ “41” მაშინ მე ვუდგები თავდებში რადგან პასუხისმგებელი პირი ვარ და აუცილებლად მოვა და შემოხაზავს 41-ს. ორი თვე ისე მატარებს ხელფასი არ მოუციათ მარა ნამუსი არ მიშვებს რო ასე მივაყარო და წამოვიდე.”