ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 45,77%-ია, რაც რაოდენობრივად 1 607 530 ამომრჩეველია. წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, ანუ 2016 წელს, იგივე დროს აქტივობა 42,04% იყო, რაც რაოდენობრივად 1 477 262 ამომრჩეველია.
ცესკოს პრესსპიკერის თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ მე-19 მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა, რომელიც რაჭა-ლეჩხუმს და სვანეთს მოიცავს – (57,3%), ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ქვემო ქართლშია — (41,9%).