ამომრჩეველი და საერთაშორისო პარტნიორები სააკაშვილს ციხეში დიდხანს არ დატოვებენ – გოცირიძე

ამომრჩეველი და საერთაშორისო პარტნიორები სააკაშვილს ციხეში დიდხანს არ დატოვებენ- ამის შესახებ, ენმ-ის წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რითიც, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებას ეხმაურება.

“ქართველი ხალხი ანუ ამომრჩეველი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიხეილ სააკაშვილს ციხეში დიდხანს არ დატოვებენ. მისი გათავისუფლება იქნება დროის საკითხი. როგორც შინ, ისე გარეთ ყველამ იცის, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და გამოტანილი განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული”, – ამბობს გოცირიძე.