დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, თუ არჩევნებზე ბევრი ხალხი მივა, ოცნების ხელისუფლება დასრულდება.
მისივე განცხადებით, ამომრჩეველს არც პანდემიის და არც ირაკლი კობახიძის სისულელეების არ უნდა შეეშინდეს.
“თუ ადამიანები მივლენ არჩევნებზე, თუ გამოცხადება იქნება მაღალი, ოცნების ხელისუფლება დამთავრებულია, ანუ ოპოზიცია გაიმარჯვებს ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ბევრი ხალხი მივიდა. ამიტომ მთავარი გამოწვევაა, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე. არ უნდა შეეშინდეთ პანდემიის, კობახიძის სისულელეების, რასაც ყოველდღე იმეორებს, რაღაც არეული იგეგმება და სისულეები და უარი უნდა თქვან ნიჰილიზმზე, რომ მაინც არაფერი შეიცვლება”,- თქვა ჯაფარიძემ მთავარ არხთან საუბრისას.
საპარლამენტო არჩევნები 2 დღეში, 31 ოქტომბერს გაიმართება.