ის ფაქტი, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური გუნდისა და ზოგადად, სამართლის აღსრულების დაპირების შესრულებაა, მაგრამ ახლა, რასაც ჩვენს ამომრჩეველს ვპირდებით, ეს არის მათი პოლიტიკური დასასრული. ის, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც იდეა და ის მავნებლური იდეა, რასაც ეს პარტია ატარებს, უკვე სამუდამოდ უნდა დასრულდეს და გასამართლდეს – გასამართლდეს ნიურნბერგის პროცესივით. ეს იყოს საჯარო, სახალხო.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბარში.