ამომრჩევლებზე ზეწოლამ პროცესს ხელი შეუშალა – ბრიტანეთის საელჩო II ტურზე

ბრიტანეთის საელჩო თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესს ამომრჩეველზე ზეწოლამ ხელი შეუშალა.

საელჩო მოუწოდებს ხელისუფლებას, აღმოფხვრან პროცესში არსებული ხარვეზები.

“გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლამ, ნეგატიურმა რიტორიკამ პროცესს ხელი შეუშალა. გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, აღმოფხვრას ხარვეზები და გაზარდოს ნდობა პრობლემების გადასაჭრელად”,– ნათქვამია განცხადებაში.